თეა წულუკიანი: გოგალაძის საქმეზე საყვედური არის გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი რამ ვერ იქნა აცილებული თავიდან

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფოს დამარცხება უწოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ საქმის გარემოებებზე მე არ გავჩერდები, რადგამ მაინც ხელსაყრელი მისთვის არ არის, ძალიან მძიმე დანაშაულზე მიუძღვოდა ბრალი, იმჟამინდელი პოლიციელებისა და გამომძიებლების აზრით. ბორჯომის პოლიციამ დააკავა 2008 წელს და იქ მოხდა არასათანადო მოპყრობის ფაქტი, რაც დადასტურებულია უკვე დღევანდელი გადაწყვეტილებით. საყვედური არის გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი რამ ვერ იქნა აცილებული თავიდან და სახელმწიფომ, იმიტომ, რომ პოლიციელი სახელწმიფო ჩაიდინა ამგვარი რამ 2008 წელს. შესაბამისად, აქაც სახელწიფო დამარცხდა”, – განაცხადა წულუკიანმა.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი.

სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლის მიმართ 6 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, ნოდარ გოგოლაძის მიმართ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

ნოდარ გოგოლაძის მხარე სტრასბურგის სასამართლოში კომპენსაციის სახით 50 ათას ევროს და ამასთან, სასამართლოში სამართალწარმოების ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვდა.

2008 წელს ნოდარ გოგოლაძე არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ბორჯომის პოლიციამ დააკავა. მაშინ მან არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი უარყო, თუმცა მასთან სექსუალური კონტაქტის რამდენიმე ასპექტი აღიარა.

ნოდარ გოგოლაძე 2008 წლის 15 თებერვალს თბილისის მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შეყვანის დროს მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღმოაჩნდა. თავდაპირველად ნოდარ გოგოლაძემ განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამტებაზე პრეტენზია არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე თვეში პროკურორთან თქვა, რომ მას ხუთმა პოლიციელმა პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემა. ამ საქმეზე გამოძიება 2016 წლის იანვარში დანაშაულის არარსებობის საფუძველზე დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები