თეა წულუკიანი: კრიტიკა კარგია და დასაშვებია, მაგრამ აღვირახსნილობა და შეტევა, ემსახურება მართლმსაჯულების დისკრედიტაციას

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით სტრასბურგის სასმართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების დადებითი ვერდიქტია.

მინისტრის თქმით, დაუშვებელია მოსამართლეებისა და სასმართლო ხელისუფლების აღვირახსნილი კრიტიკა და გამოხატვის თავისუფლება, მოსამართლეების ღირსების შელახვის გარეშე უნდა განხორციელედეს.

“ჩვენთვის ეს არის არაინტერპრეტაციის გზით გამოგზავნილი წერილი, სტრასბურგის სამაართლომ პირდაპირ გვითხრა, რომ არ გააკეთოთ ის რაც გააკეთა გვარამიამ, არ დაესხათ თავს მოსამართლეს, იმიტომ, რომ ეს ცილდება კრიტიკის დასაშვებ ზღვარს, მითუმეტეს როდესაც მოსმართლე საქმეს იხილავს ეს განიხილება მასზე ზეწოლად. სტრასბურგი ამბობს, რომ შენ გაქვს უფლება გამოხატვის თავისუფლების მაგრამ არ უნდა დააზიანო ის ვისაც მოსმართლის მანტია აცვია, მთლიანობაში სტრასბურგმა თქვა და უნდა შეწყდეს მოსამართლეების დისკრედიტაცია, იმიტომ რომ ვერდიქტი ქართული მოსმართელებისთვის დღეს არის დადებითი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები