თეა წულუკიანი: ნიკა გვარამია ვერ მიხვდა, როგორ უნდა დაეთვალა 6 თვე, რომ სწორად მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის

ნიკა გვარამია ვერ მიხვდა, როგორ უნდა დაეთვალა 6 თვე, რომ სწორად მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

ნიკა გვარამიამ ვანო მერაბიშვილისა და ,,რუსთავი 2″- ის საქმეები ერთმანეთს დაუკავშირა, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული საქმეა.

,,ნიკა გვარამია ვერ მიხვდა, რა განსხვავებაა მერაბიშვილისა და ,,რუსთავი 2″-ის საქმე შორის. მან ის 6 თვე ვერ დათვალა, როგორ უნდა მიემართა სწორად სტრასბურგის სასამართლოსთვის. ამ მიზეზით მისი რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა იქნა უარყოფილი, ამიტომ დიდი მოლოდინი იმისა, რომ გამოიჩენს ნებას ობიექტურად რამეს მიხვდეს, არ მაქვს. ეს ორი საქმე, ბავშვიც ხვდება,  რომ განხვავებულია, ამიტომაც ვანო მერაბიშვილის საქმეზე შეჩერების ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული და იქ საუბარი გვქონდა არსებითი განხილვის შედეგად დადგენილ მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში არსებითად განხილული იქნა მხოლოდ იმ 4 მოსამართლესთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები და დადგინდა დაურღვევლობა, ხოლო შეჩერების ღონისძიებაზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არის მოხსნილი,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები