თამარ ხულორდავა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მკაფიოა და არ ტოვებს ინტერპრეტირების შესაძლებლობას

0

“ამ გადაწყვეტილებით უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით  საქართველოში მართლმსაჯულება განხორციელდა სამართლიანად და სწორად”, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ტოვებს რაიმე სახის ინტერპრეტირების შესაძლებლობას.
“ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საკმაოდ ცალსახაა, მკაფიოა და არ ტოვებს, სხვათა შორის, სხვადასხვა სახის ინტერპრეტირების შესაძლებლობას. ამ გადაწყვეტილებით დღეს, ძალიან ნათლად და ცხადად, უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით  საქართველოში მართლმსაჯულება განხორციელდა სამართლიანად და სწორად”, – ამბობს ხულორდავა.
ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს” შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი