“ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით”

0

“ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით”, – ასე აფასებს ექსპერტი სოციალურ ქსელში სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “რუსთავი-2” -თან დაკავშირებით.
“რამოდენიმე წუთის წინ მოხდა ქართული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი აღიარება! უკვე ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით: 1. რუსთავი2- საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ; 2. საქმეზე “ძმები ყარამანაშვილები საქართველოს წინააღმდეგ”- გაიმარჯვა საქართველომ; 3. ევროპულმა სასამართლომ სწორედაც, რომ დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2 წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. სტრასბურგის ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა რომ რუსთავი 2-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! ქართულმა სასამართლომ ეს მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი მართლაც დიდი წარმატებით ჩააბარა! სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისის გადაწყვეტილებით ნათელი ხდის, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით”, – წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი