ირაკლი კირცხალია: ევროპარლამენტის დერეფნებში 99%-ს რომ ჰკითხო სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ

თუ სადმე დემოკრატიის უკუსვლაა, თუ სადმე ღირებულებითი უკუსვლაა, ეს არის სწორედ „დიფ სთეითის“ ის მანქანა, რომელიც ასე მძვინვარებს დღეს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, თუ რეალურად რა რეაქციები აქვს იქ საზოგადოებას, მათი ამ არასწორი მმართველობის გამო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს.

„როდესაც ჩალის ფასად ქცეულ რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, ევროპარლამენტის დერეფნებში 99%-ს რომ ჰკითხო სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე დაუკვირვებლად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დღის წესრიგში შეცურებული რეზოლუციებითა თუ განცხადებებით შემდეგ ხდება, აქაური აგენტურის მხრიდან კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე ციფრებით მანიპულაცია; იმ ჯგუფების მიერ, რომელი ჯგუფებიც პირდაპირ იდენტიფიცირებული არიან, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი და ამას ისინი ბოლო წლებია, არ მალავენ და ღიად, მოურიდებლად აცხადებენ“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები