ნათია თურნავა: საქართველო უსაფრთხოა ნებისმიერი ქვეყნის ტურისტისთვის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველო უსაფრთხოა ნებისმიერი ქვეყნის ტურისტისთვის. ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, ამას თუ რუსეთი დაინახავს და გაიაზრებს, მისასალმებელი იქნება.
„ზოგადად, რუსეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები ყოველთვის აკეთებდნენ თავის განცხადებებში აქცენტს საქართველოში უსაფრთხოების თემებსა და რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობა-არარსებობაზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ რამე სიახლე არ მოგვისმენია.
​ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობდით, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა. ის უსაფრთხოა ნებისმიერი ქვეყნის ტურისტისთვის. თუკი რუსეთის მხარე ამ მოცემულობას დაინახავს და გაიზიარებს, ეს არის მისასალმებელი. რაც შეეხება ლავროვის განცხადების დაკავშირებას რამე სხვა პრობლემატიკასთან – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უსაფუძვლოა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ „არსებულ საფრთხეებს“ აღკვეთს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები