ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში “ქუთაისის აეროპორტი” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთის მოქალაქე გ.ვ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 40 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონის დიდი ჯიხაიშის განყოფილებას გადაეცა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები