რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა, ევროკავშირიდან კი – გაიზარდა

2019 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მილიონი აშშ დოლარი (398.8 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 6.3 პროცენტით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
წარმოდგენილი მონაცემებით ირკვევა, რომ ყველაზე მეტი თანხა – 34.78 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა. თუმცა, გასული წლის ივნისთან შედარებით, თანხის მოცულობა 11 პროცენტითაა შემცირებული.
ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში 25 პროცენტით გაიზარდა.
დეტალური ინფორაცია იხილეთ წარმოდგენილ ცხრილზე:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები