ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წუხელ მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი, 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა, ის ბათუმში დედათა და ბავშთა კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბიჭის მშობლები გუშინ ამავე ავარიაში დაიღუპნენ. რაც შეეხება გარდაცვლილი ბიჭის დას, 6 წლის გოგონას,ის თბილისში, იაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.
ქობულეთის ორ სხვადასხვა კლინიკაში რჩებიან სხვა დაშავებულები. მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი “მინივენი” შეეჯახა. ავტომობილებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები