ნიკოლოზ მეტრეველი: უსუსური მცდელობა, მოახდინონ სიმართლის მოდელირება პასუხისმგებლობას ვერ ააცილებს იმ პირებს, ვინც ხელი აღმართა საქართველოს მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში, დღეს, გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგს ეხმიანება.

მისი თქმით, გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულმა ბრიფინგმა, კიდევ ერთხელ მთელს საზოგადოებას აშკარად დაანახა, თუ როგორ მიჰქონდა ძალადობრივი იერიში სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს.

„გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულმა ბრიფინგმა, კიდევ ერთხელ მთელს საზოგადოებას აშკარად დაანახა, თუ როგორ მოუწოდებდა და როგორ მიჰქონდა ძალადობრივი იერიში სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, რის პარალელურადაც გარკვეულ ეპიზოდებში ცდილობდნენ მათ მიერვე ორგანიზებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცათ მშვიდობიანი ხასიათი.

უსუსური მცდელობა, რომ თავიანთი დანაშაული სხვას გადააბრალონ და მოახდინონ სიმართლის მოდელირება პასუხისმგებლობას ვერ ააცილებს იმ პირებს, ვინც ხელი აღმართა საქართველოს მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე.

პს: ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები“, – აღნიშნა ნიკოლოზ მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები