ნათია თურნავამ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს, ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა. აღნიშნული მარკეტის ორგანიზატორია სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში”. მინისტრთან ერთად, სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი იმყოფებოდა.

როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სამეწარმეო მარკეტში რამდენიმე ათეული მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს. სამდღიან მარკეტზე მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. მათ დახლებზე ბათუმელებსა და ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ტყავის ნაწარმი, საიუველირო ნაკეთობები და ბიჟუტერია, აგრეთვე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები