ხატია წილოსანი: აგრარული დარგის მოდერნიზაცია და ინვესტიციების განხორციელება ევროპის 500-მილიონიანი ბაზრის ათვისებაში შეგვიწყობს ხელს

ბათუმმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ისტორიული მნიშვნელობის კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა საინვესტიციო ფორუმი, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების გამოცდილება იქნა გაზიარებული; დამსწრე საზოგადოება, ასევე, გაეცნო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხით.
,,ევროკავშირი მხარს უჭერს მთავრობას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კუთხით, რათა დარგის მოდერნიზაციისა და ინვესტიციების განხორციელებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეძლონ იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც მათ ევროპის 500-მილიონიანი ბაზრის ათვისებაში შეუწყობს ხელს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილი იყო გადამმუშავებელი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პანელზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ასევე, წარმოდგენილი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი.
საფინანსო ინტიტუტებმა ინფორმაცია წარმოადგინეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში განხორციელებული პროექტების შესახებ და დაინტერესებულ მხარეებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს განუმარტეს ის მინიმალური მოთხოვნები და შესაძლებლობები, რაც სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორციელებისთვის საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან იქნება მხარდაჭერილი.
დეტალურად განიხილეს ინფორმაცია ევროკავშირის ბაზრის ათვისებისთვის საჭირო ძირითადი ინსტრუმენტების შესახებ, ასევე, მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც გულისხმობს გადასახადების კუთხით არსებული შეღავათების დაწესებას, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებასა და მხარდამჭერ პროექტებს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები