მოლდოვის ახალი მთავრობა რეფორმებში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვს

მოლდოვის ახალი მთავრობა იუსტიციის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დახმარებას საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს სთხოვს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მაია სანდუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან და ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ ამ თემაზე საუბარი გვექნება“, – უთხრა სანდუმ გამოცემა Cotidianul-ს.
მოლდოვის პრემიერის თქმით, ახლა ბიუჯეტში უცხოელი ექსპერტების გუნდის მოსაწვევად თანხა არ არის, თუმცა მას საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვაში არჩევნების ჩატარების შემდეგ სანდუს მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად არის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები