დმანისის თეატრი სპექტაკლ „ხალხის მტრის“ პრემიერას უმასპინძლებს

15 ივლისს, 19:00 საათზე,  ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში,  სპექტაკლ „ხალხის მტრის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ დმანისის ტეატრიდან აცნობეს, ჰენრიკ იბსენის პიესის მიხედვით პოლიტიკური დრამა ორ მოქმედებად გიორგი სავანელმა დადგა.

სპექტაკლის მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

თომას სტოკმანი (ქალაქის ექიმი) – ლაშა ჩხვიმიანი
კატრინ სტოკმანი (მისი მეუღლე) – თეკა კოხრეიძე
პეტრა (მათი ქალიშვილი) – ეთერი ალექსაშვილი
პეტერ სტოკმანი ( ექიმის უფროსი ძმა, ქალაქის პრეფექტი) – გიორგი სავანელი
მორტენ კილი (კატრინ სტოკმანის მამობილი, მადნეულის საწარმოების მფლობელი) – დავით დვალიშვილი, გიორგი ცერცვაძე
ჰორსტერი (ტელეკომპანია NSI-ის მფლობელი) – ვაკო კობერიძე
ჰოვსტად რუთი (საზოგადოებრივი არხის გენერალური პროდიუსერი) – გიორგი იარაჯული
ასლაქსენ მეიერი (მცირემეწარმეთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი) – ნათია სოყურაშვილი
ბილინგი (საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი) – სანდრო ლელუაშვილი
ინგრიდ ბიურვიკი (ტელეკომპანია NSI-ის ჟურნალისტი)
გეორგ ალმერსი (პოეტი) – გიორგი გურული
ბერტა გაბორი (დრამის აკადემიური თეატრის მსახიობი) – ქეთევან შერვაშიძე
პადრე მორიცი (საეპისკიპოსო ტაძრის მოძღვარი) – ვატო ზოიძე
პრეფექტის დაცვა – ჯეკო ჭყონიძე
ტელეკომპანია NSI-ის ოპერატორი – ლუკა ხორგუანი
ტელეკომპანია NSI-ის გრიმიორი – მარიამ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები