„პროექტები, რომელებიც ჩვენ განვახორციელეთ, ხალხზე ორიენტირებული იყო“

   ჩვენ არ დავიწყეთ ძვირად ღირებული სასახლეების მშენებლობა, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ უარი თქვა გამოუყენებელ პროექტებზე და გამოსადეგარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.
“ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, იყო ხალხზე ორიენტირებული.
ჩვენ არ დავიწყეთ ძვირად ღირებული სასახლეების მშენებლობა, როგორც ეს ხდებოდა გასული წლების განმავლობაში. მე მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ მხოლოდ 5 პროექტში – ესეც სიმბოლურია ალბათ, 5 პროექტი – 1,5 მილიარდი ლარი აქვს გადახდილი საააკშვილის მთავრობას. ეს არის რეალურად ის შენობები, რომლებიც იყო მოხმარებული მათ მიერ – ეს არის ცნობილი სასახლე, პარლამენტის შენობა, მთავრობის სახლი ქუთაისში და ა.შ., ხიდი და კიდევ ის ორი გაუგებარი შენობა, რომელიც რიყეზე აშენდა.
ჩვენ უარი ვთქვით ამ გამოუყენებელ პროექტებზე და დავიწყეთ გამოსადეგარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები