გია აბაშიძე: იაფფასიანი მონტაჟით ივანიშვილის კომენტარის დამახინჯება საქმეს ვეღარ შველის

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მიმდინარე კონფერენციის „საქართველოს ევროპულ გზის“ მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში პროგრესი ვეღარ იმალება „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდით.

მისი თქმით, „ნაცმო“ გადასულია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის აქტიურ ფაზაში.

„ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, ჩვენი პარტნიორების სულისკვეთება, დონალდ ტუსკის ცალსახად პოზიტიური გზავნილი, პროგრესი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, აშშ-თან თანამშრომლობის ყველაზე მაღალი ნიშნული და ა.შ. ვერანაირად ვეღარ იმალება და ვეღარ იფარება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი „რ2“-ის პროპაგანდით. იაფფასიანი მონტაჟით ივანიშვილის კომენტარის დამახინჯება ვეღარ შველის საქმეს. ამიტომ, „ნაცმო“ გადასულია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის აქტიურ ფაზაში. გადატრიალება, საბოტაჟი და ზუსტად ის გზა, რომლითაც მათ დააკარგვინეს ქვეყანას ტერიტორიები: 2008 წელს ნაციონალურმა რეჟიმმა აიძულა რუსეთი, შემოეყვანა ჯარები საქართველოში, ხოლო 2019 წელს იგივე ძალა აიძულებს რუსეთს, რომ მან დაანგრიოს ჩვენი ეკონომიკა. ეკონომიკურ ომში ქვეყნის ჩათრევის გეგმა არის ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ჩვენი სვლა იმ გზაზე, რომელზეც ახლა ყველანი ვლაპარაკობთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე“. – წერს გია აბაშიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები