გიორგი გახარია: კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის კანონმდებლობით სრულად გაწერილი

კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის კანონმდებლობით სრულად გაწერილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარია, ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, ძალადობრივი ხასიათის მიღების შემდეგ, მან გასცა ბრძანება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და ამ კანონმდებლობის ფარგლებში, გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის კანონმდებლობით აბსოლუტურად, სრულად გაწერილი. რატომ?! იმიტომ, რომ პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და დაიცვას მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები