ლევან ნიკოლეიშვილი: ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, ისე როგორც 2008 წელს, დაიწყო რუსეთის იძულება, რომ სანქციებით დაემძიმებინათ სოციალურ-ეკონომიკური ფონი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, ისე როგორც 2008 წელს, დაიწყო რუსეთის იძულება, რომ სანქციებით დაემძიმებინათ სოციალურ-ეკონომიკური ფონი.

„საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე: 20/21 ივნისამდე საქართველოს მზარდი საერთაშორისო წარმატებები აქვს – ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ნატოს სწავლებები, აშშ-სთაან ორმხრივი ურთიერთობების უმაღლესი ნიშნული. პარალელურ რეჟიმში ნაცები და მათი პროპაგანდისტული მანქანა სხვდასხვა ფეიკნიუსებით ამ ყველაფერს ებრძვიან. როგორც ჩანს ბრძოლის მეთოდები საკმარისი არ აღმოჩნდა და გადავიდნენ ჩვეულ და ნაცნობ ტაქტიკაზე: დიწყეს დესტაბილიზაციის სხვადაასხვა კერების გაჩენა, და რაც მთავარია რუსეთის გაღიზიანება და გამოწვევა. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით რუსეთის იძულება, იძულება ისე როგორც ამას 2008 წელს აკეთებდნენ, რათა მათი სანქციებით საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ფონი დაემძიმებინათ.

ინვესტორების და ტურისტების დაფრთხობა, ქართული პროდუქციის შეზღუდვა ან საერთოდ აკრძალვა რუსულ ბაზარზე ერთერთი მთავარი მიღწევა იქნებოდა, “რუსი ტურისტების ნაცვლად რუსი ჯარისკაცების შემოყვანა“. ეს ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით არ იხსნება, არც შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს და არც შენი ხალხი“, – ნათქვამია აღნიშნულ პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები