„შესრულდება ყველა დანაპირები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე მივეცით მოსახლეობას“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა დაიწყო. ღარიბაშვილი პრემიერის რანგში ჟურნალისტებს უკვე მეორედ ხვდება. შეხვედრა საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარეობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის ყოველთვის სასიხარულოა მედიასთან შეხვედრა, სადაც საშუალება აქვს ისაუბროს იმ თემებზე, თუ რას აკეთებს მთავრობა და ასევე უპასუხოს ყველა კითხვას.
“ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, ბიუჯეტი ივსება-არ ივსება, აჟიოტაჟი ატეხეს გასულ წელს გაირღვა თუ არ გაირღვა, ისიც ვერ გაარკვიეს გაირღვა თუ რა. საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ სტაბილურად გავაგრძელეთ ქვეყნის განვითარება, რაც მანამდე არ არსებობდა. 2014 წლის პირველ კვარტალაში საგადასახადო შემოსავლები გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით არის შესრულებული. 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს 21 %-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი, ხოლო 2014 წლის 4 თვეში 19%-ით მეტი დაფიქსირდა, ვიდრე 2013 წელს.
2014 წლის პირველ კვარტლაში კი ეკონომიკურმა ზრდამ 7,4 % ზრდა შეადგინა”, -განაცხადა პრემიერმა. პრემიერის განცხადებით, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაიზარდა პენსია ყველა კატეგორის პენსიონერისთვის, გაორმაგდა სოციალურად დაუცველების დახმარება, გაიზარდა დევნილთა შემწეობა, სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა და სახელმწიფო ფარავას თითოეული მოქალაქის ხარჯებს, შემცირდა ელექტოენერგიისა და გაზის ტარიფები.
“ვერც ერთ დანაპირებს ვერ მეტყვით, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. შესრულდება ყველა დანაპირები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე მივეცით მოსახლეობას ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო რაც 18 თვეში მოვახერხეთ, ეს იყო უპრეცედენტო. ეს ყველაფერი შევძელით ბიუჯეტის სწორად გადანაწილებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები