მანანა თოქმაჯიშვილი ნინო კობახიძემ ჩაანაცვლა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უძღვება. პრესკონფერენცია “ექსპო ჯორჯიაში” 11:00 საათზე დაიწყო და, სავარაუდოდ, 2 საათზე მეტხანს გაგრძელდება. ეს პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის მეორე პრესკონფერენციაა. როგორც მოქმედი პრემიერის, ისე მისი წინამორბედის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრების დროს მოდერატორი მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი იყო.