პიერ ჰეიბრონი: 2018 წელს ევრობანკმა საქართველოში რეკორდულად დიდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში ვიღებთ მონაწილეობას, ეს ქვეყნები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია“, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცეპრეზიდენტმა, პიერ ჰეიბრონმა განაცხადა, რომელიც ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.
პიერ ჰეიბრონის განცხადებით, 2018 წელი რეკორდულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, რადგან აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოში 260 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„ჩვენ 1200 პროექტში 25 მილიარდი ევროს ინვესტირება განვახორციელეთ. შესანიშნავია, რომ ამ ფორუმზე შესაძლებელია კერძო ინვესტორებთან უშუალო კონტაქტი. ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს.   ვაპირებთ, რომ კიდევ გავზარდოთ მხარდაჭერა 2019 წელს და მომდევნო წლებში. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციების 90% კერძო სექტორზე მოდის“, – აღნიშნა ბანკის ვიცეპრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები