შემოსავლების სამსახურის უფროსი საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის ხელმძღვანელს შეხვდა

შემოსავლების სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლაშქარაძე საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის (IRU) აღმასრულებელ დირექტორს, ბორის ბლანშს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა ქვეყანას შორის სატრანსპორტო პროექტების წარმატებით რეალიზაციაზე ისაუბრეს და ორხმრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2017 წელს  თბილისში  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების მე-16 კონფერენციის (2017 World Customs Organization IT Conference and Exhibition) ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და IRU-ს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის საკითხებზე”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, აღნიშნულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი – მამუკა ჯანგულაშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი – ნოდარ კაკრიაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები