სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, საქართველოს ეკონომიკა მოვარგოთ ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებს

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღმა საქართველოს ეკონომიკისთვის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებაა საჭირო, რათა უფრო მეტად მჭიდროდ დავუკავშირდეთ ევროპას. მისი განცხადებით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განსაზღვრული ფინანსური მექანიზმის დაწესებაც.
“მე ვხედავ სამ გზას. ამისათვის მნიშვნელოვანია, უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის პოლიტიკაში, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, ტრანსპორტთან, კომუნიკაციებთან, რეგიონალურ განვითარებასთან, უსაფრთხოებასთან ჩვენი ცალმხრივი საგზაო რუკის შესაბამისად.
ჩვენ გვჭირდება და, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრული ფინანსური მექანიზმის დაწესება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაზე, ჩვენს ღირსებებსა და მიღწევებზე იქნება დაფუძნებული.
ახლა საჭიროა ბოლო და ყველაზე რთული რეფორმების ტალღის მხარდაჭერა. როგორც ცნობილია, ყველა ქვეყანამ ევროკავშირში წევრობამდე ეს გზა განვლო”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ასევე, გვჭირდება, საქართველოს ეკონომიკა მოვარგოთ და რეგულირება მოვახდინოთ ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებთან.
“ამის ფილოსოფია არის ის, რომ არასატარიფო ბარიერები მოიხსნას და ჩვენი ეკონომიკის ევროპის ეკონომიკასთან სტრუქტურულად ინტეგრირება მოხდეს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები