ალექსი პეტრიაშვილი უკრაინაში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 4-5 ივნისს დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციაზე „DCFTA და არა მარტო – როგორ შეიძლება ევროკავშირმა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განვითრებასა და კეთილდღეობას“(“DCFTAs and Beyond – How the EC can contribute to development and welfare in Eastern partnership countries”), რომელიც სტოქჰოლმის ინსტიტუტის გარდამავალი ეკონომიკებისა და კიევის ეკონომიკის სკოლის ორგანიზებითიმართება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებისთვის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სავარაუდო ეკონომიკურ სარგებელზე იმსჯელებენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი იმართება უკრაინაში შემდგარი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მექნება შესაძლებლობა სიტყვით გამოვიდე და ვისაუბრო ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე. საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ეს იქნება სერიოზული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი და უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტისა და მისი ევროპული კურსისადმი“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები