ნიკოლოზ მეტრეველი: პროვოკაციული საქმიანობით ისინი შეეცადნენ, „ქართული ოცნება“ კი არა, ქართული სახელმწიფო აეფეთქებინათ

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში 20-21 ივნისის მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი 2-ის“ როლზე საუბრობს და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

მისი თქმით, მათი ხელწერაა, რომ თავისი დანაშაული სხვას გადააბრალონ და სიმართლის მოდელირება მოახდინონ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი იდეოლოგი ნიკა გვარამია 20-21 ივნისის პარლამენტში შეჭრის მცდელობას „საშვების რევოლუციად“ მოიხსენიებენ. მათ თურმე სასაცილოდ მიაჩნიათ მომხდარი. ამტკიცებენ, რომ გეგმა არ ჰქონიათ. მაგრამ ამ ხალხის ჭუჭყიანი წარსული და რაც მთავარია, გაცილებით უარესი ამჟამინდელი აწმყო საქმიანობა, საწინააღმდეგო დასკვნას გვაკეთებინებს.
დიახ, საშვებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“, სააკაშვილისა და რუსეთის მოქალაქე ნაყოფიას სიცრუის ფაბრიკა „რუსთავი-2“ და მისი დირექტორი – ყოფილი პროკურორი გვარამია პროვოკაციული საქმიანობით  შეეცადნენ, „ქართული ოცნება“ კი არა  ქართული სახელმწიფო აეფეთქებინათ. უდანაშაულო ადამიანების ყელამდე სისხლში გასვრილი ეს   „პოლიტიკოსები“ ამ დროისთვისაც ცდილობენ, მდინარეში მეორედ შევიდნენ. მავნებლურმა ჯგუფმა მოიწვია პუტინი და კადიროვი საქართველოში.
მათი ხელწერაა, რომ თავისი დანაშაული სხვას გადააბრალონ და სიმართლის მოდელირება მოახდინონ. ამიტომაც დაირქვეს ანტისაოკუპაციო ძალაც, სინამდვილეში კი სწორედ ეს ძალა წარმოადგენს საოკუპაციო მოძრაობას ამ ქვეყანაში.
ხალხს „კოაბიტაცია“ კი არა, სამართლიანი სასამართლო სჭირდება. დღეს ვფიქრობ, ამას მარტო ქართველი საზოგადოება კი არა, ყოვლისამტანი „ქართული ოცნებაც“ კი ხვდება“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები