ქართველი მეღვინე: ნიკა გვარამიას კახელები ღვინის შეურაცხყოფას არ ვაპატიებთ

ნიკა გვარამიამ მთელ კახეთს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგას კახელები არ ვაპატიებთ, – ამის შესახებ მეღვინე შოთა ხუციშვილმა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„კარგი გინება ვიცით და რაც ჩვენ მაგას ვაგინეთ კახელებმა, ღვინო გაგვიბინძურა, კახურ ღვინოს კაცი რომ შეაგინებს, მაგის ატანა არ შეიძლება. ვიდრე ნაციონალები აქ იქნებიან, საქართველოში მშვიდობა არ დამყარდება“, – განაცხადა შოთა ხუციშვილმა.

ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები“ ქართველ მწარმოებლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები