ირაკლი ლატარია: ნაპროკურორალი გვარამია გაქცეულ სააკაშვილთან ერთად გეგმავს დესტაბილიზაციას

ფაქტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მთავარი პროკურორი, დღეს ნაციონალური მოძრაობის მთავარი იარაღის – „რუსთავი 2“-ის პროვოკაციების მთავარი რეჟისორია, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ,,ფეისბუქში” წერს.

,,ნაპროკურორალი გვარამია გაქცეულ სააკაშვილთან ერთად გეგმავს დესტაბილიზაციას, რევოლუციას და პროვოკაციას. ეს ყველაფერი დასტურდება ჩვენი თვალით ნანახი 20 ივნისს პარლამენტთან გამართული “თათბირით”, რომელსაც ნათლად ეტყობოდა რომ მმართავდნენ გვარამია და ბოკერია. პარლამენთან დაგეგმილი რევოლუციური სცენარის ჩაშლის შემდეგ ზემოაღნიშნულმა პირებმა გადაწყვიტეს დესტაბილიზაციის ახალი ტალღის შემოტანა, რომლის ძირითადი და მთავარი აღმასრულებლად მოგვივლინეს გიორგი გაბუნია. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ცხადჰყოფს იმას, რომ ჩემს ქვეყანაში რევოლუციის, დესტაბილიზაციისა და პოროვოკაციების განხორციელების მთავარი ფიგურანტი და ზედამხედველი არის ნიკოლოზ გვარამია. დანარჩენი სასწრაფოდ მისახედია საქართველოს პროკურატურისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან”, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები