ლევან ნიკოლეიშვილი: გვარამია ჯერ კიდევ გენპროკურორობის დროს ქმნიდა საინტერესო სცენარებსა და ფილმებს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” კვლავ ფიქრობენ რევოლუციურ სცენარზე. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ამისათვის ისინი ტელეკომპანია “რუსთავი2-ს” იყენებენ, რომლის დირექტორიც თითქმის ყველა არეულობის ხელშემწყობ-გამშუქებელია.
“როგორც ჩანს, “ნაცები” და “ევრონაცები” რევოლუციურ-პროვოკაციულ სცენარებზე კვლავ ფიქრობენ. ამ საქმეში კი მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღია ისევ “რუსთავი2″, პროპაგანდისტული მანქანა. რომელსაც ცნობილი პროვაკოტორ-რეჟისორი, ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს. გვარამია ჯერ კიდევ გენპროკურორობის დროს ქმნიდა საინტერესო სცენარებსა და ფილმებს (მარტო ნოემბრიდან ნოემბრამდე ღირს ერთ რამედ). იგი თითქმის ყველა არეულობის ხელშემწყობ-გამშუქებელი და მხარდამჭერია. ასევე, ყველამ იხილა ცნობილი კადრები, თუ როგორ ერთვება ე.წ. რევკომის თათბირში 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან. ფაქტია, რომ ნიკა გვარამია არათუ პროვაკატორ-მავნებლობით გამოირჩევა, არამედ მთავარი კოორდინატორი და ორგანიზატორია”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები