აკაკი ცოფურაშვილი: ქართველი მეღვინეები სამშობლოს ვემსახურებით

„დიდი სიფრთხილე გვმართებს განცხადებებში, რომ არ დავაზარალოთ ქვეყნის ეკონომიკა და კონკრეტულად მეღვინეობის დარგი, ღვინის ტურიზმი”, – ამის შესახებ ღვინის კომპანია „შუმის“ დირექტორმა, აკაკი ცოფურაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, აზარალებს დარგს.
„მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, აზარალებს დარგს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენ, ქვეყნის მეღვინეები, ვემსახურებით სამშობლოს, ქართულ მეღვინეობას, ღვინის ტურიზმის განვითარებას, მთელს მსოფლიოს ვაცნობთ ქართულ ღვინოს. ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ ქვეყანა არ დავაზარალოთ“, – აღნიშნა აკაკი ცოფურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ “ბორჯომი”, ღვინო და “ნაბეღლავი” შეიტანოს რუსეთში? ჩავუ*სი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები