ქართველი მეღვინე: ნიკა გვარამიას განცხადება ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს

„ნიკა გვარამიას ქვეყნის დაქცევა უნდა“, – ეს განცხადება კომპანია „წინანდლის ძველი მარნის” დირექტორმა, ელდარ მილდიანმა ნიკა გვარამიას გუშინდელი გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები აზარალებს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე თავად ამ განცხადებების ავტორებს.
„საზიზღრობაა, ქართველი კაცი ასე როგორ უნდა მოიქცეს. მათ უნდათ, რომ ქვეყანა დააქციონ, თვითონ თუ არ იქნებიან, თვალს არ დაახამხამებენ, ისე გაანადგურებენ ქვეყანას, მათ სურთ საქართველოს განადგურება”, – აღნიშნა ელდარ მილდიანმა.
„რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში” შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები