ანდრია გვიდიანი: ქართულ სახელმწიფოებრიობას არც ბორჯომზე, არც ღვინოზე არავინ ცვლის
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ ასეთი ისტერიკით გვარამია ცდილობს, აქტუალობა არ დაკარგოს.
მისი თქმით, გვარამიას მხოლოდ გინებითა და დევიანტური ქცევით უნდა, თავი დაგვამახსოვროს.
„გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გვარამიას მორიგი ისტერიული და ეპატაჟური გამოხდომა – ჩაგიფსით ბორჯომშიცო, ღვინოშიცო, ნაბეღლავშიცო და ყველაფერშიო.
ნუ, ამ ისტერიკით, ცხადია, ცდილობს, აქტუალობა არ დაკარგოს – მისი სტილი ეს არის, კონსტრუქციული და არგუმენტირებული ლაპარაკის ნაცვლად მხოლოდ გინებითა და დევიანტური ქცევით უნდა, თავი დაგვამახსოვროს.
ახლა რაც შეეხება საქმეს:
როცა რუსეთზე დამოკიდებულებაზეა საუბარი, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ არავისზე დამოკიდებული ვართ – უბრალოდ, ნებისმიერი სანქცია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის;
არავინ ცვლის არც ბორჯომზე, არც ღვინოზე ქართულ სახელმწიფოებრიობას ან/და ქვეყნის ინტერესებს;
ამ შუახნის კრიზისული ისტერიკიებით ვერ მოახერხებ, ისე დახატო სურათი, თითქოს, ბორჯომის გაყიდვა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი;
ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე უარის თქმა არის სისულელე და მეტი არაფერი;
ჩვენი საექსპორტო თუ ტურისტული ბაზრები დივერსიფიცირებულია და ყველა ბაზარი მზარდია. შესაბამისად, გარდა რუსეთისა, ყველა ბაზარზე საქართველოს როლი მუდმივად იზრდება;
სანქციების ეფექტები:
ლარის კურსზე გაზრდილი წნეხი;
შემცირებული სამუშაო ადგილები;
დაზარალებული ბიზნესი;
არასტაბილური გარემო საბანკო სექტორში;
შემცირებული უცხოური ვალუტის შემოდინება;
დასკვნა:
ძალიან კარგია, რომ სანქციების ამოქმედებაზე უარი თქვეს და ბევრი ტლიკინი ამას არ უნდა;
ემოციები მართე, ენას კბილი დააჭირე და აპოკალიფსურ სურათს ნუ ხატავ“, – წერს ანდრია გვიდიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.