თამარ ხულორდავა: არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პუტინის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
როგორც ხულორდავა წერს, საქართველოს საზღვრები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული.
„პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში. საქართველოს საზღვრები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს მთელს კონტინენტზე. ჩვენ ვიცით, რა არის სიმართლე. ეს ჩვენმა პარტნიორებმაც იციან”, – წერს თამარ ხულორდავა.