რუსუდან თევზაძე: კულტურის სამინისტრომ შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივად მაინც შეიტანოს ცვლილებები არამართებულ სახელფასო პოლიტიკაში

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე კულტურის სამინისტროს მოუწოდებს, სახელფასო პოლიტიკაში ეტაპობრივად მაინც შეიტანოს ცვლილებები.
მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას რამდენიმე თვის წინ ნათქვამი განცხადებაც გააზიარა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ უწყებაში ხელფასების ზრდა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.
რუსუდან თევზაძის შეფასებით, ამგვარი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ საუკეთესო მოტივაციის შემქმნელია.
“მისაბაძი ამბავია, ვინაიდან, ბუნებაში არსებული ყველა შეფასებითი კომპონენტით, ამგვარი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ საუკეთესო მოტივაციის შემქმნელია და ცხადია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი სასიცოცხლო საჭიროება.
არსებითია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინოს აღნიშნული და შეძლების ფარგლებში, ეტაპობრივად მაინც შეიტანოს ცვლილებები არსებულ არათანაბარ და არამართებულ სახელფასო პოლიტიკაში”, – წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები