სააკაშვილი: ოდესის სასამართლოდან ვიღაც ქალი გამოგვეკიდა, რომლის ხელებიც საერთოდ არ ჰგავდა მოტეხილს
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ოდესის სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ინციდენტს პროპაგანდა უწოდა.
„ეს ქალი სასამართლოდან გამოგვეკიდა. ის, ტრუხანოვის მხარდამჭერი ლოზუნგების თანხლებით, ისევე, როგორც ტრუხანოვის სხვა მოსყიდული პირები, ოდესიდან ჩვენს გაძევებას ითხოვდა. ამასთან ერთად, ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს, რომელიც საერთო არ გამოიყურებოდა, როგორც მოტეხილი. აი, ასე პრიმიტიულად მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესის სასამართლოში არეულობისა და შეხლა-შემოხლის დროს მიხეილ სააკაშვილმა პენსიონერ ქალს ხელი მოსტეხა.