ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთთან ცივი ომის ფაზიდან ცხელ ფაზაში გადაყვანის მცდელობა გავრილოვის პროვოკაციის შედეგია

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს შემცირებულ ეკონომიკას გავრილოვის პროვოკაციის შედეგი უწოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„გავრილოვის პროვოკაციის შედეგი: შემცირებული ეკონომიკა, მშპ, 2 მილიარდ ლარამდე მიუღებელი შემოსავალი, კიდევ უფრო გაღარიბებული უამრავი ოჯახი, რუსეთთან ცივი ომის ფაზიდან ცხელ ფაზაში გადაყვანის მცდელობა, რუსი ტურისტების ნაცვლად რუსი ჯარისკაცების შემოსვლის პროვოცირება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინა მდგომარებამდე სიტუაციის მომწიფება, აი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების მოქმედებების/შედეგების მცირე ჩამონათვალი. იმედია, მოსახლეობა ძალიან მალე გააკეთებს სათანადო დასკვნებს და ამომრჩეველი 2020 წელს მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას!“, – წერს ბოჟაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები