“ეს არჩევნები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარდება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები იყო”
არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარდება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები იყო – ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ გადაცემა “არჩევანში”” ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ აღნიშნულ თემაზე მან დღეს შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრისას იხუმრა კიდეც. მისივე თქმით, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე ლაპარაკი აღარ იქნება.
“შვეიცარიის პრეზიდენტთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მქონდა, ის ასევე არის ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი და იყო საუბარი იმაზე, რომ ეუთო საქართველოში დამკვირვებლებს არ უშვებს. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ეუთომ ბიუჯეტი 22 მაისს დაამტკიცა. ეს გასაოცარია, მაგრამ ასეა და დამკვირვებლების არჩამოსვლა ამის ბრალია. მაგრამ იმაზეც ვიხუმრეთ დღეს, რომ საქართველოს დამკვირვებლები აღარ სჭირდება, რადგანაც არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დონის იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები იყო. მან ნახევრად ხუმრობით (მაგრამ ამაში ძალიან დიდი სიმართლე იყო) ისიც თქვა, რომ აწი საქართველოში დამკვირვებლები იმისთვის უნდა ჩამოვიდნენ, რომ ისწავლონ როგორ ტარდება დემოკრატიული არჩევნები”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.