ნუგზარ წიკლაური: მეტირება… დაგვინდო პუტინმა! გაბუნიას გამო ხალხს არ დავსჯიო

„მეტირება… დაგვინდო პუტინმა! გაბუნიას გამო ხალხს არ დავსჯიო!“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური  ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგია.
„მეტირება… დაგვინდო პუტინმა! გაბუნიას გამო ხალხს არ დავსჯიო! ყოჩაღ, ვლადიმერ, ქართველთა ერთგულო მეგობარო! მადლობა, რომ არ აყევით ექსტრემისტი გაბუნიას რუსოფობიურ პროვოკაციას. იმედია, ახლა მაინც დაინახავს უმადური ქართველობა თქვენს ამაგს, მაგრამ ჩვენ ხომ ხალხი არ  ვართ? როდის დაგვიფასებია თქვენი ზრუნვა?
ახლაც მაგას ვაპირებთ, ვლადიმერ! ”პუტინ ხუილოს” სკანდირებით ვეგებებით თქვენს მოწყალებას და ეს ხმა ”პუტინ ხუილოსი” მარადის იქნება ერთმორწმუნე საქართველოში“, – წერს ნუგზარ წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება გავრცელდა, სადაც ის საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესების წინააღმდეგია.
“რაც შეეხება საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას – მე ამას არ გავაკეთებდი  სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო”, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები