ლევან იზორიამ ავსტრიის თავდაცვის ატაშეს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავსტრიის თავდაცვის ატაშესთან საქართველოში, პოლკოვნიკ ერიხ ზიმბურგერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ავსტრიელ დიპლომატს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროს განვითარებასა და თანამშრომლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის  თავდაცვის მინისტრმა ავსტრიის თავდაცვის ატაშეს მადლობის სიგელიც გადასცა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ლელა ჩიქოვანი და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – არად ბენკო დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები