დავით უსუფაშვილი პოლონეთში გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლონეთში გაემგზავრება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს.
ღონისძიებები ვარშავაში გაიმართება და მასზე დასასწრებად პოლონეთს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ევროპის წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტები, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. დაგეგმილია დავით უსუფაშვილის პოლონეთის პარლამენტში საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები