მდინარე აბაშის კანიონში ჩარჩენილი 17 ადამიანის შველა მოხერხდა
მარტვილში, მდინარე აბაშის კანიონში ჩარჩენილი 17 ადამიანი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. როგორც „კვირას“ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა დანელიამ განუცხადა, ისინი ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფებიან და ახლა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. მათი ამოყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს. ისინი გადავიყვანეთ ადგილობრივ საავადმყოფოში. მათ რამდენიმე საათის განმავლებაში სტრესი ჰქონდათ მიღებული. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მამუკა დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მდინარე აბაშის მოულოდნელად ადიდების გამო ჩვიდმეტმა ადამიანმა კანიონიდან გამოსვლა ვერ შეძლო. ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია.