ჭიათურის მერმა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ბორდის წევრს უმასპინძლა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე დღეს საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ბორდის წევრს, დომინიკ ბევეს მასპინძლობდა.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სტუმარი ჭიათურაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის-თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობის პროცესით დაინტერესდა, რომელიც უკვე დასასრულს მიუახლოვდა.
შეხვედრას სამშენებლო კომპანია „დაგისა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან   მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში საბაგიროს მშენებლობა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ 40 მლნ ლარით არის დაფინანსებული. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანიამ – „პომაგალსკი“ (Pomagalski). გზის სიგრძე 3428 მეტრია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ცენტრალური სადგურისა და აქედან გამავალი 3 მიმართულების: სანატორიუმის, ნაგუთისა და ლეჟუბნის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები