მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
„მოქალაქე 10 მ3 მურყანის სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას  ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები