საქართველოს დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერი და მაღალი თანამდებობის სხვა პირები ეწვევიან

11-12 ივლისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროკავშირის, ასევე – ექვსი პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, აკადემიური წრის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – დონალდ ტუსკი, ესტონეთის პრემიერმინისტრი – იური რატასი, ასევე, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევიან.
„სტუმრებს შორის არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი – ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი – სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი – იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი – იხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი – დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აჰმედ მამად-გულიევი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცესპიკერები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები