საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის თქმით, თუ 20 ივნისს ოპოზიცია თავის გეგმას განახორციელებდა, მაშინ რევოლუციური სცენარით მოქმედება საქართველოს რეგიონებშიც განვითარდებოდა.
“ოპოზიციას 20 ივნისის ღამეს უკვე ჰქონდა ხელისუფლების დამხობის გეგმა შემუშავებული. ისინი სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში შეჭრასა და მის დაკავებას ცდილობდნენ, ამის შემდეგ კი რევოლუციური სცენარით მოქმედება საქართველოს რეგიონებში განვითარდებოდა, რაც, საბოლოოდ, ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობას გამოიწვევდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.