მარნეულში, სასაზღვრო ზოლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან გაჩენილი ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.
სასაზღვრო ზოლში დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი, თავდაპირველად, სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.
ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლიკვიდირებაში კი მონაწილეობას 65-მდე მეხანძრე-მაშველი იღებდა.
საზღვრის მეორე მხარეს სამუშაოებში ჩართული იყო სომხეთის სახანძრო დანაყოფები.
აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის.
​ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები