პრეზიდენტი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხის გარშემო მიმდინარე კონსულტაციებს მიესალმება

“საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ქართული ოცნების“ ინიციატივის საფუძველზე კონსულტაციების დაწყებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხის გარშემო”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მედიას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
“საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ინიციატივას – „პროპორციული არჩევნები – 2020 -ის“ თაობაზე კონსულტაციის დაწყებას”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური დიალოგისკენ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა.
„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო სივრცეში მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია. ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც ძალაში რჩება საპრეზიდენტო პლატფორმის საკონსულტაციოდ გამოყენების შეთავაზება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები