ალექსანდრე ჭიკაიძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა

„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის“ ფარგლებში, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ–ს თავდაცვის მდივნის მოადგილე ენდრიუ ვებერი იმყოფება. ენდრიუ ვებერს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს და შსს-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა კონგრესის მნიშვნელობა საქართველოსა და რეგიონისთვის. 2014 წელს ეს ღონისძიება პირველად იმართება საქართველოში და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. კონგრესის საპატიო დირექტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ინიციატივაც არის ქვეყნის ქბრბ უსაფრთხოების სფეროში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები