დავით აქუბარდიას შვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა

ჟურნალისტ დავით აქუბარდიას შვილი უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.
„თეონა აქუბარდია უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობაზე პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დაინიშნა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა. დღეს კი ის სამსახურში გამოცხადდა და მუშაობას შეუდგა“, – აღნიშნა „კვირასთან“ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
თეონა აქუბარდია არასამთავრობო ორგანიზაცია “თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრია. ის ბოლო ხანს უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩევლად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები