თამარ ჩუგოშვილი: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მარტო ვერ გაიტანს, მას ოპოზიციის ხმებიც დასჭირდება 

„მარტო „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებას ვერ გაიტანს, ამისთვის მას დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები”,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, არიან მაჟორიტარები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საჭიროა და მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნისთვის აუცილებელია.

“ეს არის ძალიან მარტივი მათემატიკა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113-ზე მეტი ხმა და „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე აქვს დაახლოებით 106 ხმა. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს რამდენიმე უმრავლესობის წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და თქვენთვის ეს სიახლე არ არის. არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის საჭირო, სწორი და მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი. შესაბამისად, ვერავინ აიძულებს ადამიანს, რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ ხმა მისცეს რაიმე“,-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები